суббота, 14 декабря 2013 г.

პროექტების პრეზენტაციები

დღეს წარმოვადგინეთ ტრენინგის მასალების მიხედვით მომზადებული პრეზენტაციები, საკმაოდ საინტერესო პროექტებს გავეცანით. მადლობა ნინოსა და ინთელს. წარმატებები ყველას და მიხარია, რომ გაგიცანით!












воскресенье, 8 декабря 2013 г.

ტრენინგის მერვე დღის შეფასება

დღეს გავეცანით ტრენინგის მერვე მოდულს. შევისწავლეთ ბლოგზე როგორ დავამატოთ კითხვარი. როგორ გავხსნათ ახალი გვერდი და როგორ ჩავსვათ შექმნილი კითხვარი ამ გვერდზე. საინტერესოდ წარიმართა დღე... გარდა ზემოთხსენებულის, დღეს ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაციაში როგორ უნდა დავამატოთ  საჭირო დოკუმენტები ისე, რომ ერთი დაჭერით მაშინვე გაიხსნას იგი. ერთი სიტყვით, ვემზადებით პრეზენტაციებისათვის :) 

суббота, 7 декабря 2013 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე, ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და რუბრიკები...შევქმენით დამატებითი მასალა მოსწავლეთა გეზის მისაცემად.
საინტერესო აღმოჩნდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე  მოსწავლეებიისათვის დამხმარე შაბლონის შექმნა.
გავეცანით ბლოგის დამატებით შესაძლებლობებს..

воскресенье, 1 декабря 2013 г.

суббота, 30 ноября 2013 г.

მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღე სახალისო იყო ჩემთვის , რადგან ბავშვობაში დავბრუნდი და მოსწავლის როლი მოვირგე :) მოსწავლის პოზიციიდან გავაკეთეთ სავარაუდო პრეზენტაციები  ჩვენი პროექტების მიზნების შესაბამისად. გავეცანით საავტორო უფლებებს.  ხვალამდე!

воскресенье, 24 ноября 2013 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვან-ნაყოფიერი იყო.       
შევქმენით ერთ-ერთი მიზნის შეფასების ფორმა და მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა. საპრეზენტაციო პროგრამაში მონახაზის შექმნა. კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი შეფასების გეგმის შედგენას, რათა უფრო ზუსტად განგვესაზღვრა , როგორ შეგვეფასებინა მოსწავლეთა საჭიროებები

პორტფოლიოს პრეზენტაცია


суббота, 23 ноября 2013 г.

მიმართულების მიმცემი კითხვები


ზოგადი შეკითხვები:
  • როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?
თემატური შეკითხვები:
  • შეუძლია თუ არა ადამიანს საკუთარი ბედის მართვა?
  •  როგორი ენით ესაუბრება ილია მკითხველს?
შინაარსობრივი შეკითხვები:
  •  რას ნიშნავს სატირა და როგორ იყენებს მას ილია "კაცია-ადამიანიში" ძირითადი საკითხების გადმოსაცემად?
  •  "კაცია -ადამიანის" რომელი თემები და პრობლემებია დღესაც კი აქტუალური?

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

ვთვლი, რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი მივედი ტრენინგზე და მეგონა, ვერაფერს გავიგებდი, ჩემმა უნიჭიერესმა "გურუ" მწვრთნელმა 10 წუთში გამაგებინა ყველაფერი,  დაღილობაც დამავიწყა და პოზიტიური განწყობით გამიშვა სახლში. დიდი მადლობა ნინო მასწავლებელს :) :)

воскресенье, 17 ноября 2013 г.

მეორე დღის რეფლექსია

ერთმანეთს გავუზიარეთ საპროექტო იდეები, გავეცანით პუბლიკაციის მომზადების ტექნოლოგიას,დავათვალიერეთ შაბლონები, გამზადებული ბროშურებიდან ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი და შევქმენით ჩვენი პუბლიკაციები. მივიღეთ დავალება. ნინო, როგორც ყოველთვის, აქტიური და დაუღლელი იყო და ყველასთვის იცლიდა. დიდი მადლობა,ნინიკო! მე დღეს ბევრი რამ ვისწავლე, მართლააააა!

суббота, 16 ноября 2013 г.

პირველი დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით ერთმანეთს, შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო კურსის მიზანი. გვესაუბრა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში, გავეცანით პორტპოლიოს კომპეტენციებს,  შევქმენით ჩვენი პირადი პორტფოლიოები.შევქმენით ბლოგი, მივიღეთ დავალებები. პირველმა დღემ ჩემი მოლოდინები გაამართლა. მადლობა ნინი! <3

საპროექტო იდეა

კაცია-ადამიანი?!
მოთხრობის  უკეთ გასაგებად მოსწავლეები იკვლევენ "კაცია - ადამიანის" ისტორიულ ფონს და ილიას ეპოქას. მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ისინი ნაწარმოებში გამოყენებულ თემებსა და საკითხებს თანამედროვე ცხოვრებასთან დაკავშირებით იყენებენ და ცდილობენ , გადაწყვიტონ ისეთი პრობლემები, როგორიც არის ადამიანობა , ზნეობა, პიროვნება, ეროვნული ფასეულობები.